Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევ გოჩიაევის თემას თუ დავუბრუნდებით – შეგახსენებთ, იგი რუსეთის


ისევ გოჩიაევის თემას თუ დავუბრუნდებით – შეგახსენებთ, იგი რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქებაშია ეჭვმიტანილი – უნდა ითქვას,

რომ წელს პიატიგორსკის სასამართლოდ დაესწრებლად გაასამართლა და დამნაშავედ ცნო ყარაჩაევო-ჩერქეზეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში, რაც მიზნად ისახავდა ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნას. ამ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს პიატიგორსკში ლიომა ჩაბაევს.

[ჩაბაევის ხმა] ”გამოძიების მასალები, რომლებიც სასამართლოზე იქნა წარმოდგენილი, ის მასალებიც, რასაც ჟურნალისტები სასამართლო დარბაზში მოიპოვებდნენ, სრულიად არ არის დამაჯერებელი. არ არის დამაჯერებელი ის ვერსია, რომ გოჩიაევის ჯგუფს არათუ პირდაპირი, ირიბი კავშირი მაინც ჰქონდა აფეთქებებთან მოკოვსა და ვოგლგოდონსკში. უფრო მეტიც, მანამდე ბევრად ადრე, წელიწადნახევრის წინ, ხმამაღლა გამოცხადდა, რომ დაჭერილი არიან მოსკოვში მოწყობილი აფეთქებების მონაწილეები და სასამართლოც გაიმართა სტავროპოლში. ვერაფერი დაამტკიცეს და სასამართლო, ფაქტობრივად, ჩაიშალა. სხვათა შორის, ამავე ბრალდებულებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ გაჩიაევს იცნობენ და რომ მან ყურანზე დაიფიცა, რომ კავშირი არა აქვს აფეთქებებთან. ღრმად მორწმუნე ადამიანისთვის ყურანზე დაფიცება უბრალო საქმე არ არის”.

“რაც შეეხება იმას, რომ გოჩიაევი თითქოს პანკისის ხეობაში იმყოფება, ამის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება დაიწყო მას მერე, რაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაიწყო დაძაბულბა; როცა საქართველოს ხელისუფლებამ ოპერაცია დაიწყო პანკისში, ოღონდ არ დაუშვა იქ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ იქ შეაღწიონ. ამასთან ერთად გაჩნდა ცნობები, თითქოს შევარდნაძემ აშშ-ს საზღვაო აკვატორიები მიჰყიდა. ასევე თითქოს იქ იმყოფებიან ის პირებიც, რომლებმაც კასპიისკში მოაწყვეს აფეთქებები. მე მგონია, ყველაფერი ეს ერთ ჯაჭვშია, ჩვეულებრივი იმპერიული მეთოდებია”.

“მოსკოვი ორი მიმართულებით მოქმედებს. ერთი მხრივ, ესაა კონკრეტული ფიზიკური მოქმედებები. საზღვარზე თავმოყრილია ჯარები. ჩრდილო-კავკასიის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი ბოლხოვიტინი, რომელსაც სტავროპოლში აქვს შტაბ-ბინა, ღიად აცხადებს, რომ საზღვარზე მესაზღვრეთა და არა მარტო მესაზღვრეთა უზარმაზარი ძალებია თავმოყრილი. მეორე მხრივ, ქვეყანაზე ხორციელდება იდეოლოგიური და საინფორმაციო ზეწოლა”.
XS
SM
MD
LG