Accessibility links

logo-print

პალესტინის თვითმმართველობის პარლამენტმა გადადო კენჭისყრა


პალესტინის თვითმმართველობის პარლამენტმა გადადო კენჭისყრა, რომელსაც იასირ არაფატის ახალი კაბინეტის ნდობის საკითხი უნდა გაერკვია.

პალესტინის თვითმმართველობის პარლამენტმა გადადო კენჭისყრა, რომელსაც იასირ არაფატის ახალი კაბინეტის ნდობის საკითხი უნდა გაერკვია.

პარლამენტის სპიკერმა აჰმედ კორეიმ განაცხადა, რომ პალესტინელთა საკანონმდებლო საბჭო ხვალ აპრებს გადაწყვიტოს, კენჭი კაბინეტს უყარონ, თუ მხოლოდ ახალ მინისტრებს.
არაფატმა გაახალისა თავისი კაბინეტი, შეერთებული შტატების მოთხოვნით და ისრაელის ზეწოლით. მათი მტკიცებით არაფატის კაბინეტი კორუმპირებულია და მხარს უჭერს შეიარაღებულ პირებს.
არაფატის “ფატას” გაერთიანებამ განცხადების პროექტში მოუწოდა ყველას, შეწყვიტონ ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმა. “ფატას” წარმომადგენლის თქმით, ამ პროექტის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა და ის კიდევ უნდა დამუშავდეს.
XS
SM
MD
LG