Accessibility links

logo-print

ქაშმირის ინდოეთის ნაწილში ისლამისტმა ექსტრემისტებმა


ქაშმირის ინდოეთის ნაწილში ისლამისტმა ექსტრემისტებმა ორი მსხვილი ტერაქტი მოაწყვეს. საარჩევნო უბანში მოგზაურობისას

ქაშმირის ინდოეთის ნაწილში ისლამისტმა ექსტრემისტებმა ორი მსხვილი ტერაქტი მოაწყვეს. საარჩევნო უბანში მოგზაურობისას
მოკლეს მაღალი რანგის მოხელე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი. ტერორისტებმა კორტეჟს ყუმბარები ესროლეს. ქალაქ სურანკოტში ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ ადამიანთა ჯგუფს. მოკლულია შვიდი ადამიანი. სეპარატისტული დაჯგუფებები ცდილობენ ჩაშალონ ქაშმირის საკანონმდებლო კრების არჩევნები, რომელიც მომავალი კვირისთვის არის დაგეგმილი. გუშინ ექსტრემისტებმა თავდასხმა მოაწყვეს ორ კანდიდატზე მმართველი პარტიიდან, რომელიც ინდოეთის შემადგენლობაში პროვინციის დარჩენას უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG