Accessibility links

ავღანეთში დღეს ცეცხლი გაუხსნეს ამერიკის


ავღანეთში დღეს ცეცხლი გაუხსნეს ამერიკის სამხედრო ობიექტებს. არავინ დაშავებულა. ორი რაკეტა ესროლეს სამხედრო ბაზას

ავღანეთში დღეს ცეცხლი გაუხსნეს ამერიკის სამხედრო ობიექტებს. არავინ დაშავებულა. ორი რაკეტა ესროლეს სამხედრო ბაზას
ქალაქ ხოსტში, მაგრამ ვერცერთმა ვერ მიაღწია მიზანს. ამერიკის ჯარს, რომელიც ხოსტის აეროპორტის რაიონშია განლაგებული, პერიოდულად ესვრიან რაკეტებს მას მერე, რაც ამ რაიონში დაიწყო თალიბებისა და ”ალ ყაიდის” მეომართა ძებნის ოპერაცია. კიდევ ერთი რაკეტა ესროლეს სამხედრო ბაზას პაქტიის პროვინციაში. წუხელ ცეცხლი გაუხსნეს ჯალალაბადის სამოქალაქო აეროპორტს. ოფიციალური ცნობებით, ერთი რაკეტა მოხვდა აეროპორტის მახლობლად მდებარე სახლს.
XS
SM
MD
LG