Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გენშტაბს დაავალა


პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გენშტაბს დაავალა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობათა განმეორების შემთხვევაში,

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გენშტაბს დაავალა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობათა განმეორების შემთხვევაში,
წინადადება წარუდგინონ სამხედრო დაზვერვით დადასტურებულ ტერორისტთა ბაზებზე დარტყმების მიყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, - იტყობინება პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან რუსულ მასმედიაზე დაყრდნობით. ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს, სოჭში ძალოვან სტრუქტურებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, პატივს სცემს სხვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტსა და მთლიანობას, თუმცა ფედერაციისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით, პუტინმა ფედერალურ სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელს, თავდაცვის მინისტრს და უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს მიმართა, რათა მოახსენონ რუსეთის სამხრეთ საზღვრის გაძლიერებასთან დაკავშირებით მისი დავალების შესრულების შედეგები.
XS
SM
MD
LG