Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინის გამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს


ვლადიმირ პუტინის გამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განცხადება გააკეთა სახელმწიფო კანცელარიაში.

ვლადიმირ პუტინის გამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განცხადება გააკეთა სახელმწიფო კანცელარიაში.
მან პოლიტიკოსისთვის გაუმართლებელი უწოდა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას. მისი შეფასებით, პუტინის განცხადებაში მოყვანილი მოსაზრებების ძირითადი ნაწილი არაობიექტურად ასახავს ვითარებას. გაკვირვება გამოთქვა, რომ არსადაა ნახსენები ჩეჩნეთის პრობლემა, ის, თუ რა უშლის რუსეთს დაამყაროს წესრიგი საკუთარ ქვეყანში. რუსეთს მიაჩნია, რომ ჩეჩნეთი მისი შემადგენელი ნაწილია. პუტინის გამოსვლას მან უწოდა ნაჩქარევი, წამგებიანი და პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი. შევარდნაძე 12 სექტემბერს შეხვდება ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს და ისინი იმსჯელებენ პუტინის გამოსვლის მიზეზებზე. როცა ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი მუქარით მოგმართავს, დგას საკითხი, შენ როგორ უნდა უპასუხო. ჩვენ იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ცამდე მართალი ვართ.
XS
SM
MD
LG