Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში გაიმართა 11 სექტემბრის


შეერთებულ შტატებში გაიმართა 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონია.

შეერთებულ შტატებში გაიმართა 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონია.
ზუსტად ერთი წლის წინათ ნიუ იორკსა და ვაშინგტონში მომხდარ ტერაქტებში დაიღუპა 3 ათასამდე ადამიანი – ასამდე ქვეყნის მოქალაქეები. ამერიკაში დილა წუთიერი დუმილით დაიწყო. ნიუ იორკაში ხალხი შეიკრიბა სამხრეთ მანჰეტენში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ერთი წლის წინათ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენები იდგა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ ნიუ იორკის ყოფილი მერი რუდოლფ ჯულიანი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი. [მუსიკის ხმა] ამავე დროს პრეზიდენტ ბუშის მონაწილეობით სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა ვაშინგტონში, პენტაგონში, რომელსაც დაატაკეს ტერორისტებმა ერთ-ერთი გატაცებული თვითმფრინავი. ბუშმა მოინახულა ერთ-ერთი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი პენსილვანიის შტატში, შემდეგ ნიუ იორკი. დღესვე ბუში ერისადმი მიმართვით გამოვა. სამგლოვიარო ცერემონიები იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG