Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში ხალხი სოლიდარობას უცხადებს შეერთებულ


მსოფლიოში ხალხი სოლიდარობას უცხადებს შეერთებულ შტატებს 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავთან დაკავშირებით.

მსოფლიოში ხალხი სოლიდარობას უცხადებს შეერთებულ შტატებს 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავთან დაკავშირებით.
ევროპაში წუთიერი დუმილი დაიცვეს იმავე დროს, როცა ერთი წლის წინათ პირველი გატაცებული თვითმფრინავი შეეჯახა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის შენობას ნიუ იორკში. პარიზში ცისკენ მიმართული შუქის ორი სვეტი სიმბოლურად განასახიერებს დანგრეული ტყუპ კოშკებს. ევროპის კომისიის პრეზიდენტის რომანო პროდის თქმით, გამტაცებლებმა ტერაქტი განახორციელეს თავისუფლების, მშვიდობისა და დემოკრატიის ღირებულებების წინააღმდეგ. ასობით ადამიანი შეიკრიბა ბრიუსელში ევროპის პარლამენტის შენობის წინ შეერთებული შტატების დროშის აღმართვის ცერემონიაზე დასასწრებად. ბრიუსელშივე ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ტერორიზმის წინააღმდეგ ყველას გაერთიანება. ამავე დროს, მან თქვა, რომ საფრთხე ჯერ არ გამქრალა.
XS
SM
MD
LG