Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში დააპატიმრეს პრომოსკოვური მთავრობის მაღალი


ჩეჩნეთში დააპატიმრეს პრომოსკოვური მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელი, ხავაზ ასხაბოვი.

ჩეჩნეთში დააპატიმრეს პრომოსკოვური მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელი, ხავაზ ასხაბოვი.
ასხაბოვს წაყენებული აქვს 3 სექტემბერს თავდასხმის ორგანიზების ბრალდება. ამ თავდასხმამ 7 პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა. ასხაბოვი, რომელიც შალის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეა, დააკავეს მისი ბინის გაჩხრეკისას რამდენიმე ერთეული იარაღის აღმოჩენის შემდეგ. დააკავეს კიდევ 2 მამაკაცი. პირველ ომში ასხაბოვი ჩეჩენი მეამბოხეების მხარეზე იბრძოლდა, მაგრამ მეამბოხეების ლიდერებთან განხეთქილების შემდეგ რუსეთის მხარეზე გადავიდა.
XS
SM
MD
LG