Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა დღეს უარყო მისი მისამართით


ევროკავშირმა დღეს უარყო მისი მისამართით აშშ-ის კრიტიკა ავღანეთის არასაკმარისად დახმარების შესახებ.

ევროკავშირმა დღეს უარყო მისი მისამართით აშშ-ის კრიტიკა ავღანეთის არასაკმარისად დახმარების შესახებ.
ვაშინგტონის თხოვნით, ევროკავშირმა უნდა გაზარდოს ავღანეთის დახმარება და თან დახმარების უფრო დიდი ნაწილი გააგზავნოს გაეროს სააგენტოების მეშვეობით. ევროკავშირი უპირატესობას არასამთავრობო ორგანიზაციებს ანიჭებს. როგორც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისიის პრესმდივანმა, გუნარ ვიგანდმა განაცხადა, ევროკავშირს დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის რეკონსტრუქციის საქმეში, და არ შეიძლება, მას მოეთხოვოს ყველა პრობლემის მოგვარება. იუწყებიან აგრეთვე, რომ გაერომ ხუთშაბათს საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა ავღანეთში თავისი მოვალეობის შესრულებისაკენ.
XS
SM
MD
LG