Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპორტაჟი პანკისის ხეობიდან


პანკისის ხეობიდან, ხუთშაბათს ღამით მომხდარი ინციდენტის შესახებ მოგვითხრობს ჩვენი თანამშრომელი კობა ლიკლიკაძე.

იხ. აუდიოვერსია.

აჰმად ზაკაევი ხუთშაბათს პანკისში მომხდართან დაკავშირებით

ეს იყო კობა ლიკლიკაძის რეპორტაჟი პანკისის ხეობიდან. კობასთან საუბრის შემდგომ, ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს აჰმად ზაკაევს ველაპარაკე და ამ ინციდენტის კომენტირება ვთხოვე:

[ზაკაევის ხმა] “ამის განხილვა არ შეიძლება, როგორც დიდი პროვოკაციისა, თუმცა ასეთს უნდა ველოდეთ, რადგან რუსეთი იყენებს ყველა თავის ძალას და საშუალებას, ჯაშუშურ ქსელს, რომელიც არც თუ მცირეა სამწუხაროდ პანკისის ხეობაშიც ლტოლვილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, მათ შეიძლება ისე იმოქმედონ, როგორც არც ჩვენ გვსურს და არც საქართველოს მთარობას. ამგვარი მცირე პროვოკაციების გარდა არა მგონია, რომ ფართო მასშტაბის შეტაკებები ან განსაკუთრებული მოვლენები მოხდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამართალდამცავებს ეყოფათ ძალა, აღკვეთონ ამგვარი პროვოკაციები, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს ეს, ჩეჩნების თუ ქართველი ბოროტმოქმედებისა. ეს უნდა განვიხილოთ, როგორც კრიმინალური სიტუაცია და არავითარ შემთხვევაში, როგორც საომარი მოქმედება”.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG