Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს ედუარდ შევარდნაძემ წერილი გაუგზავნა


პარასკევს ედუარდ შევარდნაძემ წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

პარასკევს ედუარდ შევარდნაძემ წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.
გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს ამ წერილიდან: ”რაც შეეხება იმას, თითქოს საქართველო არღვევდეს გაეროს უშიშროების საბჭოს 2001 წლის 28 სექტემბრის ნომერ 1373 რეზოლუციას, უნდა აღვნიშნო, რომ ეს აზრი არაზუსტ ინფორმაციას ემყარება. საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრია და ტერორიზმთან ბრძოლის მისი დადებითი წვლილი არაერთხელ აღნიშნულა ამ კოალიციის მოწინავე წევრების მიერ, რომლებიც იმავდროულად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებიც არიან. ჩემის აზრით, სამართლიან უარყოფით რეაქციას იწვევს ის ფაქტი, რომ თქვენი გამოსვლა დაამთხვიეთ 11 სექტემბერს, დღეს, რომელიც ტერორიზმის არაადამიანურობის სიმბოლოდ იქცა. სხვათა შორის, მე, ისევე როგორც მთელს საქართველოს, განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს ამ დღესთან – პირადად მე არაერთხელ განმიცდია ტერორის საშინელება. სხვათა შორის, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია საქართველოს პრეზიდენტზე ტერორისტული თავდასხმის მოწყობაში, არა მარტო იმყოფება რუსეთის ტერიტორაზე, არამედ, ამასთან, რეგულარულად იებჭდება სამთავრობო გამოცემებში, გამოდის ტელევიზიით. თქვენ აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით, რომ შექმნილი ვითარება, პირველ რიგში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ხარისხი, მრავალ შეკითხვას ბადებს ორივე მხრიდან. რა უშლის რუსეთს ხელს, საკუთარ სახელმწიფოში წესრიგის დამყარებაში, საკუთარი საზღვრების ფარგლებში ბოევიკების დაკავებასა და განიარაღებაში? რატომ უწყობენ ხელს შეიარაღებული ადამიანების საქართველოში გამოდევნას? ... რატომ არ სურს რუსეთს ეფექტიანად გადაკეტოს საზღვარი საკუთარი მხრიდან? რატომ ხდება ქართველი ხალხის სახით მტრის ხატის შექმნა? ეს და სხვა შეკითხვები აწუხებს საქართველოს მოსახლეობას”. ეს გახლდათ ნაწყვეტები წერილიდან, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ პარასკევს გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.
XS
SM
MD
LG