Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დააპატიმრეს ტერორისტული დაჯგუფება ”ალ


პაკისტანში დააპატიმრეს ტერორისტული დაჯგუფება ”ალ ყაიდის” ორი წამყვანი წევრი.

პაკისტანში დააპატიმრეს ტერორისტული დაჯგუფება ”ალ ყაიდის” ორი წამყვანი წევრი.
ერთ-ერთი დაკავებული, რამზი ბინალშიბი, შარშან შეერთებულ შტატებში განხორციელებული ტერაქტების მომზადების აქტიური მონაწილე იყო. ეს მან თავად განაცხადა ამას წინათ ტელეკომპანია ”ალ ჯაზირას” ეთერში. მეორე დაკავებულის ვინაობა ჯერჯერობით არ ცხადდება. ორივე მიმდინარე კვირაში დააკავეს კარაჩიში პაკისტანისა და შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად. 30 წლის იემენელი, ბინალშიბი ჰამბურგში ცხოვრობდა ერთ ბინაში მოჰამად ატასთან ერთად. ეს უკანაკნელი ხელმძვანელობდა ტერორისტთა ჯგუფს, რომელმაც ნიუ იორკში მოაწყო ტერაქტები 11 სექტემბერს. თავად ბინალშიბსაც უნდა მიეღო მონაწილეობა თვითმფრინავების გატაცებაში, მაგრამ ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ შეძლო შეერთებულ შტატებში შესვლა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოტო შილიმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ გასულ წელს გასცა რამზი ბინალშიბის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი. როგორც იტყობინებიან, გერმანია მისი ექსტრადიციის მოთხოვნას აპირებს.
XS
SM
MD
LG