Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის


ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი ადასტურებენ მზადყოფნას, ერთობლივად იბრძოლონ ტერორიზმის წინააღმდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი ადასტურებენ მზადყოფნას, ერთობლივად იბრძოლონ ტერორიზმის წინააღმდეგ.
ასეთი განცხადება დღეს გაკეთდა კოპენჰაგენში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების თათბირზე. მიუხედავად ამისა ვერ მოხერხდა ზოგიერთი უთანხმოების მოგვარება. ევროპელმა მინისტრებმა ამერიკის იუსტიციის მინისტრ ჯონ ეშკროფტს განუცხადეს, რომ ევროკავშირი კატეგორიულად ეწინააღმდეგება დაკავებულთა გადაცემას იმ ქვეყნებისთვის, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს. სიკვდილით დასჯა გაუქმებულია ევროპის კავშირში, მაგრამ ჯერ კიდევ გამოიყენება ამერიკის ზოგიერთ შტატში.
XS
SM
MD
LG