Accessibility links

logo-print

პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს


პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი,

პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი,
უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე აცხადებს, რომ მოეპოვება დოკუმენტაცია, რომელიც ოფიციალური თბილისის ჩეჩენ საველე მეთაურ რუსლან გელაევთან კავშირს ადასტურებს. ამის შესახებ გიორგაძე საუბრობს რუსეთის გაზეთ ”როსიისკაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც შაბათს გამოქვეყნდა. ინტერვიუში იგორ გიორგაძე აცხადებს, რომ მას აქვს დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ “ჩეჩენი ტერორისტის რუსლან გელაევის პანკისის ხეობიდან კოდორის ხეობაში მიმდინარე წლის ზაფხულში განხორციელებული ცნობილი რეიდი ფინანსურად, ტექნიკურად და მატერიალურად ოფიციალური თბილისის მიერ იყო უზრუნველყოფილი, ხოლო მისი მებრძოლების გაცილებას უშუალოდ შინაგანი ჯარის ნაწილები ახორციელებდნენ”
XS
SM
MD
LG