Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის აზრით, მიუღებელია ერაყისა და მის გარშემო შექმნილი ვითარება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის აზრით, მიუღებელია ერაყისა და მის გარშემო შექმნილი ვითარება.
ერისადმი რადიომიმართვაში შაბათს ბუშმა გაიმეორა, რომ ვაშინგტონს აუცილებლად მიაჩნია ერაყის ლიდერის სადამ ჰუსეინის ჩამოგდება. ბუშის კიდევ ერთი გამოსვლა იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრის შემდეგ შეიცავდა დებულებებს, რომლებიც მან წამოაყენა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, როცა მან გააფრთხილა მსოფლიო, რომ ერაყის წინააღმდეგ აუცილებლად იქნება გამოყენებული ძალა, თუკი გაერო არ აიძულებს ბაღდადს, შეასრულოს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაციის თაობაზე. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაჯი საბრიმ დღეს განაცხადა, რომ ბაღდადი არ მისცემს გაეროს ინსპექტორებს ერაყში დაბრუნების უფლებას, თუკი არ იქნება განხილული ერაყის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციების მოხსნის საკითხი.
XS
SM
MD
LG