Accessibility links

logo-print

შაბათს ვედენოს რაიონში ჩეჩენთა რაზმთან


შაბათს ვედენოს რაიონში ჩეჩენთა რაზმთან შეტაკებაში რუსეთის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი დაიჭრა.

შაბათს ვედენოს რაიონში ჩეჩენთა რაზმთან შეტაკებაში რუსეთის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი დაიჭრა.
ვედენოს რაიონში მდგომარეობა კვლავაც დაძაბულია. პარასკევს ღამით ბრძოლა გაიმართა სოფელ ჰატუნის მიდამოებში. რუსეთის მხარის ცნობით, დაიღუპა ორი ჩეჩენი მებრძოლი. სოფელ დიშნე-ვედენოში ადგილობრივი მოსახელობა განაგრძობს საპროტესტო აქციას რუსეთის სამხედროების მოქმედების გამო, რომლებმაც მიმდინარე კვირაში ნაღმები ესროლეს დასახლებულ პუნქტს. ამ იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ათი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG