Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართვეოლოს შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ


საქართვეოლოს შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ მოკვლეულ მასალებში პატიმრობაში მყოფი დაჭრილი ჩეჩენი ისა მურადოვის გაქცევაში,

საქართვეოლოს შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ მოკვლეულ მასალებში პატიმრობაში მყოფი დაჭრილი ჩეჩენი ისა მურადოვის გაქცევაში,
რომელიც 12 სექტემბერს პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას დააკავეს, ახმეტის პოლიციის ყოფილი უფროსის ავთანდილ თურქიაშვილის ბრალეულობა იკვეთება. როგორც შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა დავით ჯინჯოლავამ განაცხადა, ისა მურადოვის საავადმყოფოდან გაპარება გარკვეულწილად თურქიაშვილის ხელშეწყობით მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არავინ დააპატიმრებდა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის მიერ მოკვლეული მასალები სამართლებრივი შეფასებისათვის უკვე გადაეგზავნა გენერალურ პროკურატურას და ახმეტის პოლიციის ყოფილი უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხი დღის ბოლომდე გაირკვევა. პარალელურად გაგრძელდება სამსახურეობრივი მოკვლევაც. მისი თქმით, ავთანდილ თურქიაშვილის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება პირადად შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა მიიღო.

XS
SM
MD
LG