Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირმა გააფრთხილა რუსეთი, რომ


ევროპის კავშირმა გააფრთხილა რუსეთი, რომ თავი შეიკავოს

ევროპის კავშირმა გააფრთხილა რუსეთი, რომ თავი შეიკავოს
ნებისმიერი ცალმხრივი სამხედრო მოქმედებებისგან ჩეჩენი მებრძოლების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პერ სტიგ მიოლერი, რომლის ქვეყანა თავმჯდომარეობს ევროპის კავშირს, და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კომისარი ქრის პატენი პარასკევს გაეროში შეხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს. მიოლერის თქმით, ივანოვს ნათლად განემარტა, რომ საქართველოში რუსეთის ცალმხრივი მოქმედება დაუშვებელია. მიოლერის სიტყვებით, ივანოვი ამ მოსაზრებას დაეთანხმა. ამავე დროს მიოლერმა საქართველოსაც მოუწოდა, კონტროლი დაამყაროს პანკისის ხეობაზე, რათა ხელი შეუწყოს რუსეთს რუსეთის ტერიტორიაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. პარასკევსვე რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პუტინის მუქარას საქართველოს მიმართ.
XS
SM
MD
LG