Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, დრო


აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, დრო მისცეს საქართველოს პანკისის ხეობაში სავარაუდოდ მყოფი ჩეჩენი მეამბოხეების პრობლემის მოსაგვარებლად.

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, დრო მისცეს საქართველოს პანკისის ხეობაში სავარაუდოდ მყოფი ჩეჩენი მეამბოხეების პრობლემის მოსაგვარებლად.
ეს მოწოდება უკავშირდება მოსკოვის განცხადებებს, რომელთა თანახმად ჩეჩენი მებრძოლები პანკისის ხეობას ბაზად იყენებენ ჩეჩნეთში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ იერიშების მოსაწყობად და საქართველო არაფერს აკეთებს მათი მოქმედების აღსაკვეთად. როგორც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა წუხელ აღნიშნა, ის ამ საკითხზე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ბუშის თქმით, რუსეთს, საქართველოსა და აშშ-ს ერთი მიზანი აქვთ პანკისის ხეობაში: მიაკვლიონ ტერორისტული ორგანიზაცია ალ ყაიდის წევრებს, რომლებიც შესაძლოა ხეობაში ჩეჩენ მეამბოხეებთან ერთად იმყოფებოდნენ. ჯორჯ ბუშის თქმით: [ჯორჯ ბუშის ხმა]”მე ვუთხარი ვლადიმირ პუტინს, რომ მან საქართველოს უნდა მისცეს შესაძლებლობა, მიაღწიოს საერთო მიზანს – მიზანს, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს, რუსეთისა და შეერთებული შტატებისათვის: შევიპყროთ ”ალ ყაიდის” წევრი მკვლელები და ისინი მართლმსაჯულებას გადავცეთ”.
XS
SM
MD
LG