Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა


მოსკოვმა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა, რომლის ადრესატია პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

მოსკოვმა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა, რომლის ადრესატია პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თავის მიმართვაში გამოთქვამს მზადყოფნას, განიხილოს ”ყველა დაგროვილი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას”. ეს არის საპასუხო მიმართვა პუტინის მიერ 11 სექტემბერს გაკეთებულ გახმაურებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ქმედით ზომებს არ მიიღებს ჩეჩენი ბოევიკების წინააღმდეგ, რუსეთი პანკისის ხეობაში ტერორისტების ბაზებზე საჰაერო დარტყმებს თავისი ძალებით განახორციელებს.
XS
SM
MD
LG