Accessibility links

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეკ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეკ სტროუს დღევანდელი განცხადებით, ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა ან თავის ქვეყანას მასობრივი განადგურების იარაღი უნდა მოაცილოს, ან კიდევ რეჟიმის დამხობისათვის მოემზადოს.

როგორც სტროუმ ბრიტანეთის ტელევიზიაში განაცხადა, სადამს აქვს არჩევანი, ოღონდ ცოტა დრო რჩება გადაწყვეტილების მისაღებად. სტროუმ აღნიშნა აგრეთვე, რომ დოსიეში, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა 24 სექტემბერს გამოაქვეყნებს, შეჯამებული იქნება ხელთ არსებული ინფორმაცია ერაყის ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული არსენალის შესახებ. სტროუს გამოსვლა უკავშირდება შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მთავრობების მოწოდებას გაეროსადმი, ზეწოლა მოახდინოს ერაყზე, რათა ბაღდადმა შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ბაღდადის წინააღმდეგ გაეროს მხარდაჭერის გარეშე ამოქმედებით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG