Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილაიათ


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილაიათ გულიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, განმეორებით განიხილოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილაიათ გულიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, განმეორებით განიხილოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც გულიევმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სომეხ სამხედროებს ოკუპირებული აქვთ აზერბაიჯანის ტერიტორიის დიდი ნაწილი და საცხოვრებელი ადგილებიდან გაყრილი ჰყავთ აზერბაიჯანელი მოსახლეები. გულიევის სიტყვებით, სომხეთის მოქმედება იყო ”ეთნიკური წმენდა”, რომელმაც ლტოლვილებად აქცია მილიონი აზერბაიჯანელი. მისივე თქმით, სომხეთი დაბრკოლებებს უქმნის ორმხრივ და რეგიონულ თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG