Accessibility links

ბაღდადისაგან სულ უფრო დაჟინებით მოითხოვენ


ბაღდადისაგან სულ უფრო დაჟინებით მოითხოვენ ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტების დაბრუნებაზე დათანხმებას.

ბაღდადისაგან სულ უფრო დაჟინებით მოითხოვენ ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტების დაბრუნებაზე დათანხმებას.
როგორც კვირას განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდ ალ ფაიზალმა, რახან ბაღდადი ირწმუნება, რომ არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი, ის არც უნდა იყოს განიარაღების ექსპერტების დაბრუნების წინააღმდეგი. ამ განცხადებას წინ უძღოდა არაბული ლიგის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ამავე შინაარსის ერთსულოვანი მოწოდება ბაღდადის მიმართ. ხოლო შეერთებული შტატების მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, კონდოლიზა რაისმა კვირას ამერიკულ ტელეკომპანია ”ფოქს-ტივისთან” ინტერვიუში, ბაღდადი ორგანიზებულ ტერორიზმთან კავშირში დაადანაშაულა. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ბაღდადში ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ-ყაიდის” წევრები იმყოფებიან. როგორც რაისმა თქვა: [კონდოლიზა რაისის ხმა] ”ბევრს ვმუშაობთ სრული სურათის მისაღებად. ვფიქრობთ, რომ არსებობს გარკვეული კავშირები, მაგრამ ერთი რამ თამამად შეიძლება ითქვას: სადამ ჰუსეინისთვის ბრალდების წასაყენებლად საკმარისი სამხილები არსებობს მისი 11 სექტემბერთან პირდაპირი კავშირის გარეშეც. მას აშკარად აქვს კავშირი ტერორიზმთან”.
XS
SM
MD
LG