Accessibility links

logo-print

კიევის ცენტრში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა


კიევის ცენტრში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში პრეზიდენტის გადადგომის, ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.

კიევის ცენტრში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში პრეზიდენტის გადადგომის, ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.
იუწყებიან აგრეთვე, რომ ამ საპროტესტო გამოსვლით ირღვევა სასამართლოს გადაწყვეტილება კიევის ცენტრში დემონსტრაციების აკრძალვის შესახებ. ტელესადგურებმა კიევში დილით პროგრამების შეწყვეტის შემდეგ მაუწყებლობა განაახლეს. მაუწყებლობის შეწყვეტის ოფიციალური მიზეზი იყო ტელესადგურებში რეგულარული შემოწმების ჩატარების აუცილებლობა. მაგრამ კიეველების თქმით, ასეთი შემოწმებები ტელესადგურებში, როგორც წესი, ცალ-ცალკე კეთდება და ყველა ერთდროულად აქამდე არასოდეს გამოურთავთ. პოლიციის ინფორმაციით, თავი მოიყარა სულ ცოტა 15 ათასმა ადამიანმა. ხოლო გამოსვლის ორგანიზატორების განცხადებით, დემონსტრანტების რიცხვი გაცილებით მეტი იყო. უკრაინის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ, პეტრო სიმონენკომ დემონტსრანტების წინაშე გამოსვლისას, ოპოზიციის მიზნად კუჩმას გადაყენება გამოაცხადა. ორშაბათს ორი წელი შესრულდა ოპოზიციონერი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის გაუჩინარებიდან, ოპოზიცია კუჩმას ადანაშაულებს ღონღაძის გატაცებასა და მკვლელობაში თანამონაწილეობაში. კუჩმა ბრალდებებს უარყოფს
XS
SM
MD
LG