Accessibility links

ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მხარდაჭერა გამოუცხადეს


ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს რუსეთთან უთანხმოებაში.

ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს რუსეთთან უთანხმოებაში.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ ნიუ-იორკში ქართველ კოლეგა ირაკლი მენაღარიშვილთან შეხვედრაზე თავისი ქვეყნის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს და დაგმო რუსეთის აგრესიული განცხადება მისი მისამართით. როგორც ირაკლი მენაღარიშვილმა საინფორმაციო სააგენტო ”კავკას-პრესს” განუცხადა, ბრიტანელმა მინისტრმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელებაში. ასევე ”კავკას-პრესის” ცნობით, საფრანგეთი იზიარებს საქართველოს შეშფოთებას რუსეთის პრეზიდენტის მიერ 11 სექტემბერს გაკეთებული განცხადების გამო და ადასტურებს, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა იუგ პერნემ ქართველ დიპლომატ ნათელა ლაღიძესთან შეხვედრის დროს.
XS
SM
MD
LG