Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაშმირის ტერიტორიის ინდოეთის კუთვნილ ნაწილში


ქაშმირის ტერიტორიის ინდოეთის კუთვნილ ნაწილში ადგილობრივი პარლამენტის არჩევნების პირველი ეტაპი დამთავრდა.

ქაშმირის ტერიტორიის ინდოეთის კუთვნილ ნაწილში ადგილობრივი პარლამენტის არჩევნების პირველი ეტაპი დამთავრდა.
იუწყებიან ძალადობის მრავალი აქტის შესახებ. ქაშმირის ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა განცხადებით, ინდოეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს 17 მეამბოხე, რომლებმაც გუშინ და დღეს სცადეს ინდოეთში პაკისტანიდან შეჭრა. იუწყებიან აგრეთვე, რომ 16 წლის ბიჭუნას სიცოცხლე შეიწირა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჭურვით განხორციელებულმა თავდასხმამ. სხვა ადგილას ყუმბარის აფეთქების შედეგად ორი სამოქალაქო პირი დაიჭრა. გუშინ კი სიკვდილს გადაურჩა ქაშმირის შტატის ტურიზმის მინისტრი - მასზე მეამბოხეების თავდასხმამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მუსლიმანი სეპარატისტი მეამბოხეები იმუქრებიან, რომ დახოცავენ კენჭისყრაში მონაწილე როგორც კანდიდატებს, ისე ამომრჩევლებს. ხოლო ზომიერი კურსის სეპარატისტებმა ქაშმირის მოსახლეობას კენჭისყრის ბოიკოტისაკენ მოუწოდეს. ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა მოულოდნელად დიდი იყო: ლაპარაკია ელექტორატის 44 პროცენტზე. ადგილობრივი პარლამენტის არჩევნები 4 ეტაპად გაიმართება. ბოლო ეტაპი 8 ოქტომბრისთვის არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG