Accessibility links

logo-print

ერაყზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, ამ


ერაყზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, ამ ქვეყანაში განიარაღების ექსპერტების დასაბრუნებლად, კიდევ უფრო გაიზარდა

ერაყზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, ამ ქვეყანაში განიარაღების ექსპერტების დასაბრუნებლად, კიდევ უფრო გაიზარდა
მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს გაეროს მიერ სანქცირებულ იერიშებს ერაყის წინააღმდეგ. მანამდე საუდის არაბეთს ნათქვამი ჰქონდა, რომ არ დაუშვებს მისი სამხედრო ბაზების გამოყენებას ერაყის წინააღმდეგ ცლახმრივი დარტყმების განსახორციელებლად. გუშინ კი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდ ალ ფაიზალმა გაეროს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა შეასრულებს თავის მოვალეობას გაეროს წინაშე, თუ უშიშროების საბჭო მხარს დაუჭერს ძალის გამოყენებას. შეერთებული შტატები გაეროსაგან მოითხოვს რეზოლუციის მიღებას, რომელიც ბაღდადს წაუყენებს ულტიმატუმს, გარკვეულ ვადამდე დააბრუნოს ერაყში განიარაღების ექსპერტები. როგორც ერაყის ოფიციალური გაზეთი ”ათ თავრა” დღევანდელ ნომერში წერს, შეერთებულმა შტატებმა გაერო გადააქცია ”იარაღად, რომელიც ვაშინგტონის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ემსახურება”. დღესვე ბაღდადს 4-დღიან ვიზიტად მიაშურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჟირინოვსკიმ. ის ხელმძღვანელობს ერაყზე თავდასხმის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების საერთაშორისო დელეგაციას.
XS
SM
MD
LG