Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანალიტიკური გამოცემა ”სტრატფორი” ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შესაძლო გარიგების შესახებ საქართველოსა და ერაყზე


გასულ კვირაში დაიწყო ლაპარაკი რუსეთისა და შეერთებული შტატების ხელისუფალთა გარიგების შესახებ. შესაძლებელი გარიგება, რომლის თაობაზე თვითონ მთავრობები ღიად არ ლაპარაკობენ,

შემდეგ ფორმულას ეყრდნობა: რუსეთი გაეროს უშიშრობის საბჭოში ერაყზე თავდასხმის რეზოლუციას ვეტოს არ ადებს და ამის სანაცვლოდ ვაშინგტონი არ ეწინააღმდეგება რუსეთის ანტიტერორისტულ ოპერაციას საქართველოში. რა ელის ამ გარიგების მონაწილე, მხარეებს, ასევე მსხვერპლს, თუკი ამგვარი შეთანხმება მართლაც განხორციელდა? ოქროპირ რუხაძე ჯერ ზოგადად წინაპირობებზე გესაუბრებათ, შემდეგ კი დაინტერესებული მხარეების სურვილებსა უკვე შესაძლო შედეგებზე ვილაპარაკებთ.

ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საუკეთესო დრო შეარჩია საქართველოსთვის მისი მოთხოვნის გამოცხადებისთვის. ამ თვის თერტმეტში, პუტინმა გამოაცხადა, რომ თავს დაიცავს, თუკი საქართველო პანკისში ვერ გაუსწორდება ისლამისტთა რაწმებს, რომელთა მიმართ სირბილე მან შევარდნაძის მთარობის მხრივ გაეროს ანტიტერორისტული რეზოლუციის დარღვევად შეაფასა. შემდგომ, უკვე 12 სექტემბერს პუტინმა წერილი გაუგზავნა გაეროს და ეუთოს ქვეყნებს დაახლოებით იმავე შინაარისისა. ეს ის დღეა, როცა ბუში გაეროს მიმართავს და ასევე თავდაცვის სურვილს გამოათქვამს, ასევე ულტიმატუმს აყენებს. ვაშგინგტონს ამ სიტუაციაში აღარ შეუძლია საქართველოს მიმართ რუსეთის შესაძლო აგრესია გაპროტესტოს, რადგან მას რუსეთის მხარდაჭერა სჭირდება და ამასთან, მოსკოვის თვალსაზრისი, რომ პანკისიდან მას უშუალოდ ემუქრებიან, ვაშიგნტონის მიმართ ბაღდადის მუქარაზე, რაც უშუალოდ არ ხდება, უფრო მყარი არგუმენტია.

უფრო ადრე, 25 აგვისტოს თეთრმა სახლმა საქართველოს ტერტიტორულ მთლიანობას მხარი დაუჭირა და მის სუვერენიტეტზე თავდასხმად შეაფასა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა 23 აგვისტოს, რასაც ერთი ადამინის სიცოცხლე შეეწირა. მაგრამ მალევე, 5 სექტემბერს “სი-ბი-ეს”- მა გაავრცელა ინფორმაცია, აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საგენტოზე დაყრდნობით, რომ ნიუ იორკის ტერაქტებიდან რამდენიმე წუთწში “ალ-ყადის” წარმომადგენლმა საქართველში მყოფ უცნობ პირს დაურეკა და მათ თავდასხმის თაობაზე ილაპარაკეს. ფაქტი, რომ უშიშროების ამ სამსახურმა ერთი წლის სიძველის ცნობა ახლა გამოაქვეყნა, იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინს თავის ანტიტიერორისტულ ინიციატივაში მხარს უჭერს მიუხედავად იმისა, რომ 13 სექტემბერს პუტინის მუქარის შემდგომ თეთრმა სახლმა გარკვეული მხარდაჭერა საქართვლოს მიმართ გამოთქვა.

9 სექტემბერს ბუშმა პუტინს დაურეკა და გამოჩნდა შესაძლებოდა, რომ საქართველო და ერაყი დისკუსიის მთავარი თემაა. ზუსტად ორი დღის შემდგომ, რუსეთში ამერიკის ელჩმა ალექსანდრ ვერშბოუმ, იმის დასასაბუთებლად, რომ აშშ-იც და რუსეთიც ერთ მტერს უპირისპირდება, ამ შემთხვაში “ალ-ყაიდას”, თქვა, რომ ჩვენ ორივე საერთაშორისო მასშტაბის ტერორიზმს ვუპირისპირდებით, ხომ ვიცით, რომ “ალ ყაიდა” ჩეჩნებს ეხმარება. არ არის გმოოიცხული, რომ ერაყსა საქართველოზე ამ შეთანხმების დეტალები განიხილეს ვერშბოუმ და რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრის მოადგილემ ვიაჩესლავ ტრუბნიკოვმა 12-ში. ტრუბნიკოვი ადრე რუსეთის უცხოეთის დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იყო.

თუკი ამგავრი გარიგება მართლა მიმდინარეობს, მოდი ვნახოთ, რას არგებს ის ბუშს და რას პუტინს. ბუშით დავიწყოთ. პუტინმა იცის, რომ ვაშინგტონს მისი მხარდაჭერა გაეროში სჭირდება. აშშ დამოუკიდებლადაც იმოქმებედს თუ საჭირო გახდა, მაგრამ ბუშისთვის, პოლიტიკურად და სტრატეგიულად უფრო იოლია გაეროს მხარდაჭერა მოიპოვოს. უშიშროების საბჭოს მხოლოდ ორი წევრია, აშშ და ბრიტანეთი, უპირობო მომხრე ერაყის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებისა. საფრანგეთი მხოლოდ გაეროს რეზოლუციის არსებობის შემთხვევაში ეთანხმება ოპერაციას. ჩინეთი თითქოს ცდილობს არ აღუდგეს წინ ვაშინგტონს, მაგრა არ გამორიცხვენ, რომ მან თავი შეიკავოს კენჭისყრისას. ისე, რომ რჩება რუსეთი, რომლის დაყოლიებას ვაშინგტონი უკვე დიდი ხანია ცდილობს. პუტინი კი დროს იგებს და ერაყის საპასუხოდ რა მოსთხოვოს ამაერიკას იმას ანგარიშობს.

ახლა პუტინის სურვილებს გადავხედოთ. არ გამორიცხავენ, რომ პუტინმა ეს გარიგება აირჩია ჩეჩნეთის გაუთავებელი ომის დასრულების იმედით. როგორც ფაქტი, გახმაურებულია ინფორმაცია, რომ საქართველოდან, და არა მხროლოდ პანკისის ხეობიდან, ჩეჩნები თავიანთ რაზმებს უწევდნენ ყოველგვარ დახმამრებას. სიტუაცია ძალიან დაემგვანა ავღანეთისას, სადაც ამერიკის ჯარმა განდევნა შეიარაღებული რაზმები ამ ქვეყნიდან მეზობელ პაკისტანში, რომლის მთარობას ან არ სურს, ან არ შეუძლია შებრძოლოს მათ. ისინი კი პაკისტინიდან უტევენ ხოლმე აშშ-ის ავღანეთში გამაგრებულ ნაწილებს. ედუარდ შევარდნაძე, რომელშიც პუტინმა, ზოგიერთი გაზეთის თანახმად, თავისი სადამი აღმოაჩინა, ემგვანება პაკისტნის პრეზიდენტს, სამხედრო გადატრიალებით ხელისუფლებაში მოსულ ფერვეზ მუშარაფს. შევარდნაძე, რომელიც ერთობ არაპოპულარულია მოსახლეობაში და რომელის მთავრობას დასავლეთი უკიდურეს კორუმპირებულობაში სდებს ბრალს, ასევე ცდილობს გაამუქოს რუსეთის მუქარა, რათა ამ საშიშრობაზე გადაიტანოს ხალხის ყურადღება.

როგორც ”სტრატფორი” შენიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ 13 სექტემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო პუტინის მუქარა საქართველოში ტერორისტთა წინააღმდეგ გალაშქრების თაობაზე, ბუშის ადმინისტრაცია ჯერაც დუმს ამ საკითხზე. მოსკოვს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ამაზე, მაგრამ მთავრობის რიგი წევრები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გარიგება ხდება.

გარიგების ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ფიქრობს ვაშინგტონი: შეძლებს თუ არა იგი რუსეთის დარწმუნებას ერაყის საკითხში საქართველოს დათმობის გარეშე. შესაძლოა ბუშმა გადაწყვიტოს, რომ პუტინი ვერ გაბედავს გაეროში ამერიკის ინიციატივის ბლოკირებას.

მაგრამ, ”სტრატფორის” აზრით, ამავე დროს ვაშინგტონი საქართველოს ტერიტორიაზე ”ალ ყაიდის” განადგურებითაცაა დაინტერესებული. და, ვინაიდან საქართველოს არმია არაეფექტიანია, ბოლოს ბუში შეიძლება მაინც დათანხმდეს, რომ ეს ოპერაცია რუსეთმა ჩაატაროს.

ჯერ არ არის ნათელი, გადაწყვეტილია თუ არა გარიგების ბედი.როგორც ჩანს, მიმდინარეობს დეტალებზე მოალაპარაკებები. პუტინს სურს იცოდეს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს: მხოლოდ პანკისში გაილაშქროს ტერორისტების წინააღმდეგ, თუ შეეძლება ეცადოს ანტირუსულად განწყობილი შევარდნაძის ხელისუფლება ჩამოაგდოს. სტრატფორის ვარაუდით, პუტინი შეეცდება საქართველოში ოპერაცია დაიწყოს მანამდე, სანამ გაეროს რეზოლუციას უყრიდეს კენჭს, რათა უფრო დარწმუნებული იყოს ამერიკის მხრიდან მხარდაჭერაში, ანუ უკვე მიმდინარე თვეში, ან ოქტომბერში.

”სტრატფორის” აზრით, მოკლე ვადით მოსკოვიც და ვაშინგტონიც მოგებული დარჩებიან. ბუში ამგვარად უკანასკნელ დაბრკოლებას ჩამოიშორებდა ერაყის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. ამავე დროს პანკისში ტერორისტების განადგურება დამატებით სარგებელს მოუტანდა მას ”ალ ყაიდის” წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთისთვის გარიგება დადებით გავლენას მოახდენდა თავად ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესებზე, ვინაიდან პანკისის სახით სეპარატისტებს სერიოზული ლოგისტიკური საყრდენი გამოეცლებოდათ. ამავე დროს რუსეთი შეეცდებოდა შევარდნაძის დამხობას და სამხრეთ კავკასიაში გავლენის კვლავ გაძლიერებას.

მაგრამ, შენიშნავენ ”სტრატფორის” ექსპერტები, შორეული პერსპექტივით ერაყისა და საქართველოს თაობაზე გარიგება შესაძლოა წამგებიანი იყოს ვაშინგტონისთვისაც და მოსკოვისთვისაც.

რუსეთის დაბრუნებით შეიძლება საფრთხე შეექმნას ამერიკის ინტერესებს ნავთობით მდიდარ რეგიონში. რაც შეეხება თავად რუსეთს, თუკი გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის წინააღმდეგ ომის თაობაზე მიიღებს რეზოლუციას, ამის შემდეგ ვაშინგტონს გაუნელდება საქართველოში რუსეთის ოპერაციის მხარდაჭერისადმი ინტერესი. იმ დროისთვის რუსეთის ჯარს ალბათ უკვე დარტყმა ექნება მიყენებული საქართველოში ”ალ ყაიდის” ელემენტებისთვის და, შესაბამისად, ვაშინგტონის მეორე მიზანიც უკვე მიღწეული იქნება.

ვაშინგტონი გააძლიერებს მოსკოვზე ზეწოლას და კავკასიიდან წასვლას მოსთხოვს მას. ”სტრატფორის” პროგნოზით, თავის მხრივ, რუსეთს წარუმატებლობა ელის თავად პანკისშიც. ვინაიდან რუსეთის ჯარი იქ ბევრ ტერორისტს ვერ აღმოაჩენს. ეს მას აიძულებს, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე განავრცოს თავისი ოპერაცია. ასეთ შემთხვევაში ვითარება შეიძლება უმართავი შეიქნას. შევარდნაძისა და მის პრო-რუსულ მოწინააღმდეგეებს შორს შეიძლება სამოქალაქო ომი დაიწყოს. შერთებული შტატები და ევროპა ალბათ პოლიტიკურად ჩაერევიან კონფლიქტში და პუტინს აიძულებენ, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. რუსეთს ბრალს დასდებენ ქაოსის პროვოცირებაში და დასავლეთთან მისი ურთიერთობები დაზარალდება. ასეთ დასკვნამდე მიდის ანალიტიკური გამოცემა ”სტრატფორი”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG