Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა ”აუჩქარებლად, მაგრამ გადაჭრით” იმოქმედებს ერაყის წინააღმდეგ,

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა ”აუჩქარებლად, მაგრამ გადაჭრით” იმოქმედებს ერაყის წინააღმდეგ,
თუ ერაყი განაგრძობს მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იგნორირებას. როგორც ჯორჯ ბუშმა აიოვას შტატის ქალაქ დავენპორტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სადამ ჰუსეინი უკვე 11 წელია უარს ამბობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობაზე; ის მიზნად ისახავს ბირთვული ბომბის შექმნას, რისი საშუალებაც არ უნდა მიეცეს. პრეზიდენტმა გამოთქვა აგრეთვე სურვილი, რომ გაერომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერაყის პრობლემის მოგვარებაში. მაგრამ, როგორც ბუშმა თქვა [ჯორჯ ბუშის ხმა]”თუ ერაყის რეჟიმი განაგრძობს ჩვენთვის და მსოფლიოსათვის წინააღმდეგობის გაწევას, ჩვენ აუჩქარებლად, მაგრამ გადაჭრით ვიმოქმედებთ ერაყის წინააღმდეგ”. ამასობაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი განაგრძობდა გაეროს ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში შეკრებილ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრებს, რომელთა მიზანია უცხოეთის მხარდაჭერის მოპოვება ერაყის საკითხზე რეზოლუციისათვის.
XS
SM
MD
LG