Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს 3 ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა


ორშაბათს 3 ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები ”ალ –ყაიდის” წევრების დევნაში ზოგიერთი სიახლის შესახებ.

ორშაბათს 3 ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები ”ალ –ყაიდის” წევრების დევნაში ზოგიერთი სიახლის შესახებ.
სინგაპურის ხელმძღვანელობის განცხადებით, დააპატიმრეს ამ ქვეყნის 21 მოქალაქე, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი. ხოლო პაკისტანმა დღეს რამზი ბინალშიბი და გასულ კვირაში რეიდების დროს დაპატიმრებული კიდევ 4 მამაკაცი გადასცა შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებს. ოფიციალურ პირთა განცხადებით, ბინალშიბი ”ალ-ყაიდის” ლიდერებს მიეკუთვნება და 11 სექტემბრის თავდასხმების თანამონაწილედ არის მიჩნეული. როგორც შეერთებული შტატების, ისე პაკისტანის წარმომადგენელთა განცხადებით, პაკისტანიდან ხუთივე ეჭვმიტანილი წაიყვანეს. ნიუ-იორკში კი შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ დააპატიმრეს ნიუ-იორკის დასავლეთში დაფუძნებული ტერორისტული ჯგუფის წევრები, რომლებიც ”ალ-ყაიდის” მიერ იყვნენ გაწვრთნილი. ფედერალურ პროკურორ მაიკლ ბატელის განცხადებით, ნიუ-იორკში ბაზირებული ჯგუფის მოქმედების გამოძიება 11 სექტემბრის ტერაქტებამდე რამდენიმე თვით უფრო ადრე დაიწყო.
XS
SM
MD
LG