Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის 213-მა მოქალაქემ ხელი მოაწერა


ისრაელის 213-მა მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც ისინი პროტესტს აცხადებენ იმსახურონ, როგორც იქ სწერია, საოკუპაციო არმიაში.

ისრაელის 213-მა მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც ისინი პროტესტს აცხადებენ იმსახურონ, როგორც იქ სწერია, საოკუპაციო არმიაში.
პეტიცია პრემიერს არიელ შარონს, თავდაცვის და განთლების მინისტრებს დაეგზავნათ. პეტიციაში ასევე სწერია, რომ ოკუპაცია პროვოკაციას უწევს პალესტინელების მხრიდან ტერაქტებს. ადრე თადარიგის 489 სამხედრომ მოამზადა ანალოგიური პეტიცია. ხელისმომწერთა რამდენიმე ათეული წარმომადგენელი სამსახურზე უარის გამო რამდენიმე კვირით დააპატიმრეს.


აშშ-ის, გაეროს, რუსეთის და ევროპის კავშირის დიპლომატებმა დღეს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნეს. ეს გეგმა შეიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორისაა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა დროებითი საზღვრებით და პირდაპირი მოლაპარაკება ისრაელსა და პალესტინას შორის. გეგმა 2005 წელს უნდა შესრულდეს. ისრაელის პრემიერ მინისტრი შარონი ვადას არარეალისტურად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG