Accessibility links

logo-print

ავღანეთში თავიდან იქნა აცილებული მსხვილი


ავღანეთში თავიდან იქნა აცილებული მსხვილი ტერაქტი, განაცხადა თურქეთის სამხედრო ძალების გენერალმა ჰილმი აქინ ზორლუმ.

ავღანეთში თავიდან იქნა აცილებული მსხვილი ტერაქტი, განაცხადა თურქეთის სამხედრო ძალების გენერალმა ჰილმი აქინ ზორლუმ.
დღეს სი-ენ-ენ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გენერალმა თქვა, რომ ტერაქტის მცდელობას შაბათს ჰქონდა ადგილი. დაკავებულ იქნა ბენზინის ცისტერნა, რომელიც ბაგრამის საავიაციო ბაზისკენ მიემართებოდა. ცისტერნაში 9 დინამიტი იყო ჩადებული. დაპატიმერებულია პაკისტანის ორი მოქალაქე. ბაგრამში ამჟამად ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობა იმყოფება. თურქი გენერლის თქმით, საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობამ ამ ტერაქტის შესახებ ინფორმაცია 10 დღით ადრე მიიღო და ავღანეთის ხელისუფლებას გადასცა იგი.
XS
SM
MD
LG