Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა, ამ ქვეყნის თავდაცვის მინისიტრის


რუსეთმა, ამ ქვეყნის თავდაცვის მინისიტრის განცხადებით, შესაძლოა, პრევენტიული დარტყმები მიაყენოს საქართველოში მყოფ ჩეჩენ მეამბოხეებს.

რუსეთმა, ამ ქვეყნის თავდაცვის მინისიტრის განცხადებით, შესაძლოა, პრევენტიული დარტყმები მიაყენოს საქართველოში მყოფ ჩეჩენ მეამბოხეებს.
ივანოვის განმარტებით, პრევენტიულ ზომებს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ მეამბოხეები რუსეთის საზღვარს 10-15 კილომეტრით მიუახლოვდებიან. გარდა ამისა, სერგეი ივანოვი გამოვიდა მოწოდებით, 25-დან 45-მდე კილომეტრიანი უშიშროების ზონა შეიქმნას რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო რეგიონში. მოგვიანებით რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა, ნიკოლაი პატრუშევმა დაადასტურა, რომ რუსეთი აპირებს ჩეჩენი მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ზომების მიღებას იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი საქართველოში იმალებიან. ამ საკითხზე სერგეი ივანოვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს უნარი და სურვილი, ებრძოლოს ჩეჩენ მეამბოხეებს და საერთაშორისო ტერორისტებს როგორც პანკისის ხეობაში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებში. ივანოვის სიტყვებით: ”გვაქვს ტონობით სამხილი, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველოში ტერორისტები იმყოფებიან: არა მარტო ჩეჩნები, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც. მე შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას წარვუდგენ დამატებით, კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც დაზვევრის მეშვეობით მოვიპოვეთ. მაგრამ ამის გარეშეც კი მასმედიაში მრავალი ცნობაა გავრცელებული, ასე რომ დამატებითი სამხილები არ გვჭირდება”. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდება, თითქოს თბილისი თანამშრომლობდეს პანკისის ხეობაში სავარაუდოდ მყოფ ჩეჩენ მეამბოხეებთან. სამინისტროს პრესმდივანმა ”უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო” უწოდა განცხადებას, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს მეამბოხეების დაჯგუფებებს.
XS
SM
MD
LG