Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ


საქართველოს პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობა გარკვეულწილ გაუმჯობესდება

საქართველოს პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობა გარკვეულწილ გაუმჯობესდება
კიშინიოვის სამიტის დროს მისი და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგად. იუწყებიან აგრეთვე, რომ ედუარდ შევარდნაძემ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე საქართველოს მისამართით ”რიგი სამხედროების მიერ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო” და აღნიშნა, რომ ამ განცხადებებზე პასუხის გაცემას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაავალებს. ლაპარაკია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ანატოლი კვაშნინის, აგრეთვე თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის გამოსვლებზე: კვაშნინმა ედუარდ შევარდნაძე ”მოლა ომარს” შეადარა, ხოლო სერგეი ივანოვმა ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფების თაობაზე: ”საქართველოს შეუძლია, სადაც უნდა იქ შევიდეს, თუნდაც სექსუალურ რეფორმათა ლიგაში”.
XS
SM
MD
LG