Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა


გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა დღეს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვეს იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა ერაყთან დაკავშირებით ახალი რეზოლუციების მიღება

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა დღეს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვეს იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა ერაყთან დაკავშირებით ახალი რეზოლუციების მიღება
მას შემდეგ, რაც ბაღდადი დაყაბულდა ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტების დაბრუნებას. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეკ სტროუს განცხადებით, გაეროს რეზოლუციები საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ერაყი შეასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს. სტროუს თქმით, რეზოლუციები უნდა შეიცავდეს გარფთხილებას, რომ სამხედრო ზომები მოჰყვება ერაყის უარს ექსპერტებთან თანამშრომლობაზე. მაგრამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ დე ვილეპინის თქმით, გაეროს რეზოლუცია, შესაძლოა, გამართლებული იყოს განიარაღების ექსპერტების საქმიანობის ახალი ეტაპის დეტალების დასაზუსტებლად, მაგრამ ის აუცილებელი არ არის. დღესვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი კონგრესის წინაშე გამოვა და შეეცდება, დაიყოლიოს კანონმდებლები პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მხარდაჭერაზე ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხში – თუ ბუში ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მოგვიანებით პაუელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
XS
SM
MD
LG