Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს მოუწოდა პრინციპულობისაკენ


აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს მოუწოდა პრინციპულობისაკენ ერაყის განიარაღების საკითხში.

აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს მოუწოდა პრინციპულობისაკენ ერაყის განიარაღების საკითხში.
ჯორჯ ბუშის სიტყვებით: ”თუ გაეროს უშიშროების საბჭო არ იზრუნებს ერაყის პრობლემაზე, მასზე შეერთებული შტატები და ჩვენი ზოგი მეგობარი ვიზრუნებთ. ეს არის მესიჯი, რომელიც სახელმწიფო მდივანმა წარადგინა, და რომელსაც მომავალშიც გაიმეორებს”. ბუში გაეროს მოუწოდებს, არ მოტყუვდეს ერაყში განიარაღების ექსპერტების დაბრუნებაზე სადამ ჰუსეინის მოულოდნელი დაყაბულებით, ვინაიდან ბაღდადმა ეს გადაწყვეტილება ზუსტად მაშინ მიიღო, როცა გაეროს უშიშროების საბჭო ამზადება რეზოლუციას, ერაყში განიარაღების ექსპერტების დაბრუნებაზე ულტიმატუმის წასაყენებლად.
XS
SM
MD
LG