Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისრმა კობა


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისრმა კობა ნარჩემაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაცია დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისრმა კობა ნარჩემაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაცია დასასრულს უახლოვდება.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მინისტრმა აღნიშნა, რომ ხეობაში აღარ დარჩნენ შეიარაღებული მებრძოლები, მით უმეტეს რუსლან გელაევის ხალხი, რომელთაც პანკისი ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე დატოვეს. რუსეთის სამხედროები ამტკიცებენ, რომ საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე გელაევის 500-ზე მეტი მეომარია თავმოყრილი. დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ნიკოლაი რეზნიჩენკომ თქვა, რომ უახლოეს დროში მოსალოდნელია გელაევის რაზმის გარღვევა ჩეჩნეთის მიმართულებით.
XS
SM
MD
LG