Accessibility links

შაბათს ათობით სერბმა ლტოლვილმა გადაკეტა


შაბათს ათობით სერბმა ლტოლვილმა გადაკეტა მთავარი გადასასვლელი სერბიასა და კოსოვოს შორის საზღვარზე.

შაბათს ათობით სერბმა ლტოლვილმა გადაკეტა მთავარი გადასასვლელი სერბიასა და კოსოვოს შორის საზღვარზე.
ისინი მოითხოვენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას კოსოვოში. ბლოკადა დაიწყო მას მერე, რაც გაეროს პოლიციამ და ნატოს სამშვიდობო ჯარებმა ლტოლვილებს ხელი შეუშალა საზღვრის გადაკვეთაში ქალაქ მარდარეს რაიონში. სერბიის ხელისუფლებამ მოუწოდა ლტოლვილებს, უარი თქვან კოსოვოში დაბრუნებაზე, ვინაიდან მათ შეიძლება კოსოვოელი ალბანელები დაესხან თავს. მაგრამ სერბი ლტოლვილები აცხადებენ, რომ განაგრძობენ ბლოკადას, სანამ სამშობლოში დაბრუნების უფლებას არ მიიღებენ.
XS
SM
MD
LG