Accessibility links

logo-print

დასავლეთ აფრიკაში მდებარე სპილოს ძვლის


დასავლეთ აფრიკაში მდებარე სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში, სადაც მესამე დღეა, გრძელდება ბრძოლა სამთავრობო ჯარსა და მეამბოხეებს შორის,

დასავლეთ აფრიკაში მდებარე სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში, სადაც მესამე დღეა, გრძელდება ბრძოლა სამთავრობო ჯარსა და მეამბოხეებს შორის,
დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ფრანგი სამხედრო მოსამსახურეები ჩადიოდნენ. როგორც პარიზმა გამოაცხადა, ქვეყნის დედაქალაქ აბიჯანში ამჟამად იმყოფება ათასზე მეტი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ამოცანა უცხოელი მოქალაქეების დაცვაა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა უკვე 270 ადამიანი, რომელთაგან ბევრი მეზობელი ქვეყნების მოქალაქე იყო. სპილოს ძვლის ნაპირის ტერიტორიის ნაწილი მეამბოხეებმა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს. ქვეყნის პრეზიდენტის ლორან გბაგბოს განცხადებით, ამბოხი “გარეშე ძალების” მხარდაჭერით ეწყობა. აბიჯანსა და პარიზს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს უფლება ენიჭება, სპილოს ძვლის ნაპირი გარეშე აგრესიისგან დაიცვას.
XS
SM
MD
LG