Accessibility links

logo-print

ოთხი პალესტინელი დაიღუპა მდინარე იორდანეს


ოთხი პალესტინელი დაიღუპა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში, ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებთან შეტაკების დროს.

ოთხი პალესტინელი დაიღუპა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში, ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებთან შეტაკების დროს.
დღესვე, დასავლეთი ნაპირის კიდევ ერთ ქალაქში, ნაბლუსში, დაიღუპა პალესტინელი მოზარდი. ათიათასობით პალესტინელი გამოვიდა დასავლეთი ნაპირის ქალაქების ქუჩებში. ისინი მოითხოვდნენ, მოიხსნას ალყა პალესტინელთა ავტონომიის მეთაურის იასირ არაფატის რეზიდენციიდან ქალაქ რამალაში. ისრაელი სამხედროები მოითხოვენ, რომ მათ გადაეცეთ რეზიდენციაში მყოფი 50 პალესტინელი, რომელთაც ბრალად ტერორისტული აქტების მოწყობა ედებათ. მაგრამ როგორც პალესტინელთა ავტონომიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ღასან ხათიბმა განაცხადა, იასირ არაფატი ისრაელს არასოდეს გადასცემს ამ ხალხს, რადგან ეს, ხათიბის თქმით, “პოლიტიკური თვითმკვლელობა” იქნებოდა. ვარაუდობენ, რომ შენობაში სულ 300-მდე ადამიანი იმყოფება. სამხედროების განცხადებით, არაფატს ისინი არაფერს დაუშავებენ. არაფატის რეზიდენციას ალყა პარასკევს ღამით დაიწყო – პასუხად ისრაელში მოწყობილ ტერაქტებზე, რომლებსაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG