Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით


შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დღეს დაკავებული აზერბაიჯანის მოქალაქე ჩინგიზ ასლანოღლი ასტეროვი დაქირავებული მებრძოლია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დღეს დაკავებული აზერბაიჯანის მოქალაქე ჩინგიზ ასლანოღლი ასტეროვი დაქირავებული მებრძოლია.
სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსი იუწყება, რომ ასტეროვის მიმართ ოპერატიულ-საგამოძიებო ზომები ხორციელდება.
დღესვე სოფლებში დუისში, ომალოსა და წინუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნა სამი ძებნილი პირი, რომელთაგან ერთი ეჭვმიტანილია განზრახ მკვლელობაში, ხოლო ერთიც – ადამიანის გატაცებაში. სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა.
XS
SM
MD
LG