Accessibility links

logo-print

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ვლადიმირ


რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას
კასპიის ზღვაში ამ ორი ქვეყნის საერთო საზღვრის დემარკაციის შესახებ. პუტინმაც და ალიევმაც შეთანხმებას მაღალი შეფასება მისცეს. კასპიისზღვისპირა ქვეყნები – ყაზახეთი, თურქმენეთი, ირანი, აზერბაიჯანი და რუსეთი – ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ზღვის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკების მიღწევას. ალიევისა და პუტინის დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ირანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ორმხრივი შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგია. ირანი მოითხოვს, რომ კასპიის ზღვის ბუნებრივი წიაღისეული თანაბრად გაიყოს ჩამოთვლილ ხუთ ქვეყანას შორის. მას მხარს უჭერს თურქმენეთი. მაგრამ რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი, რომელთა ზღვისპირა ზოლები უფრო გრძელია, მოითხოვენ, რომ თითოეული ქვეყნის წილი დამოკიდებული იყოს სწორედ ამ ზოლების სიგრძეზე.
XS
SM
MD
LG