Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობის სოფლებში დუისში, ომალოსა


პანკისის ხეობის სოფლებში დუისში, ომალოსა და წინუბანში გუშინ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულმა აზერბაიჯანის მოქალაქემ ჩინგიზ ასლანოღლი ასკეროვმა

პანკისის ხეობის სოფლებში დუისში, ომალოსა და წინუბანში გუშინ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულმა აზერბაიჯანის მოქალაქემ ჩინგიზ ასლანოღლი ასკეროვმა
ხეობაში ჩადენილი შემთხვევითი მკვლელობა აღიარა. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის სიტყვები იმის თაობაზე, რომ, დაკავებულის აღიარებით, ავტომატის წმენდის დროს მომხდარი შემთხვევითი გასროლით, მიმდინარე წლის ივნისში, პანკისის ხეობაში, მან ერთ-ერთი ჩეჩენი მებრძოლის მცირეწლოვანი შვილი მოკლა. აზერბაიჯანის მოქალაქის გარდა, ოპერაციის მსვლელობაში დააკავეს კიდევ სამი ძებნილი, მათგან ერთი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა, ხოლო ერთი ადამიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. ხსენებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა. ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში 25 აგვისტოს დაიწყო.
XS
SM
MD
LG