Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პანკისის ხეობაში


ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციის წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულა აშშ-ის “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამამ.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციის წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულა აშშ-ის “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამამ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა, მისმა ქვეყანამ მთლიანად გაამართლა ამერიკელი მეგობრების ნდობა. “მოვლენათა განვითარება ადასტურებს, რომ ვაშინგტონის სამხედრო დახმარების პროგრამა ტერორიზმისა და ბანდიტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების წინაპირობად იქცა”, დასძინა შევარდნაძემ. მანვე პანკისის ხეობაში მიიწვია რუსი სამხედრო, “შეუიარაღებელი” მეთვალყურეები, რათა ფედერაციის წარმომადგენლებმა თვალყური ადევნონ 25 აგვისტოდან ამ რეგიონში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის მსვლელობას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში, ოპერაციის დასრულების შემდეგ, ნებისმიერი ქვეყნის მეთვალყურე დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს ვითარებას პანკისის ხეობაში.
XS
SM
MD
LG