Accessibility links

სპეციალური კომისია, რომელიც ნატოში ინტეგრაციასთან


სპეციალური კომისია, რომელიც ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა, ოქტომბრის ბოლოს თავის წინადადებებს წარუდგენს პრეზიდენტს.

სპეციალური კომისია, რომელიც ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა, ოქტომბრის ბოლოს თავის წინადადებებს წარუდგენს პრეზიდენტს.
ამის შესახებ განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს. მინისტრის თქმით, არა მხოლოდ ნატოში შესვლა, არამედ ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანაც რთულსა და მრავალსაფეხურიან პროცედურას წარმოადგენს. მენაღარიშვილის განცხადებით, ნოემბერში, ჩრდილოატლანტიკური კავშირის პრაღის სამიტზე, საქართველო აუცილებლად გააკეთებს განაცხადს გაწევრიანების შესახებ, მაგრამ რა სახის იქნება ეს დოკუმენტი, მას შემდეგ გაირკვევა, რაც პრეზიდენტი კომისიის წინადადებებს გაეცნობა.
XS
SM
MD
LG