Accessibility links

ვინ რას ელის გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პოლიტიკური ძალების გამარჯვებისგან


საქართველოსა და გერმანიას შორის, მადლობა ღმერთს, უცვლელად კარგი კავშირ-ურთიერთობაა. ბერლინში მემარცხენე მთავრობის დარჩენა, ამ კეთილ დამოკიდებულებას არ შეცვლის.

ამ აზრისა არიან საქართველოს დიპლომატები. მათი ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისიტრი ირაკლი მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ არჩევნები როგორც უნდა დასრულებულიყო, საქართველო-გერმანიის ურთიერთობას საფრთხე მაინც არ ემუქრებოდა.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა]

უშუალოდ გერმანიაში საქართველოს წარმომადგენელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ ყველა სფეროში გაგრძელდება ეს ურთიერთობა. კოტე გაბაშვილის თქმით, გვაინტერესებდა თანამდებობები სამ სფეროში: კანცლერის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკური განვითარების დახმარების მინისტრებისა, და სამივე ამ თანამდებობას, არჩევნების შედეგების თანახმად, იგივე პოლიტიკოსები დაკავებენ.

[კოტე გაბაშვილის ხმა]

ცხადია, ყველა ქვეყანა რაღაცას ელის გერმანიაში არჩევნების შემდეგ. მოსკოვიც პრაგმატულად უყურებს მემარცხენეთა ხელისუფლების სათავეში დარჩენას და აცხადებს, რომ კალინინგრადის ოლქის მცხოვრებთათვის სატრანზიტო უფლებების მისაღწევად გერმანიის აქტიურ შუამავლობას ელის. შეგახსენებთ, ყოფილი კიონიგსბერგის მცხოვრებნი რუსეთისგან იზოლირებული რჩებიან, თუკი ლიტვა და პოლონეთი ევროკავშირში შევლენ, რადგან ოლქს უშუალო საზღვარი რუსეთთან არ აქვს.

საქართველოს სამხრეთ ფლანგზე მნიშვნელოვანია ირანის ფაქტორი. ამ ქვეყნის გერმანიასთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობა ასევე ცნობილია. ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი მიესალმა სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების გამარჯვებას და იმედი გამოთქვა, რომ ბერლინის თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში გაგრძელდება.

ლონდონიდან იუწყებიან, რომ ბრიტანეთის პრემიერმა, ასევე სოციალ-დემოკრატმა, ტონი ბლერმა მშვიდად დაიძინა მას მერე, რაც ილაპარაკა გერჰარდ შრიოდერთან, რომელმაც ამცნო, ყველაფერი წესრიგშიაო. მიუხედავად ერაყის პოლიტიკაში განსხვავებული პოზიციებისა, გერმანიის და ბრიტანეთის სოციალ-დემოკრატი მმართველები მჭიდრო თანამშრომლობას ესწრაფვიან.

ალბათ ჯერ არ გამოკეთდება ვაშინგტონთან ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ფიქრობს, რომ გერმანიისა და შეერთებული შტატების ურთიერთობას არჩევნების შედეგებმა ვერაფერი არგო. შეგახსენებთ, რომ აწ უკვე გადამდგარმა იუსტიციის, მინისტრმა შრიოდერის თანაპარტიელმა დოიბლერ-გმელინმა ერაყის მიმართ ჯორჯ ბუშის პოლიტიკა ჰიტლერისას შეადარა, რითაც, ბუნებრივია შეერთებულ შტატებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ახლა, როგორც ხმა გავრცელდა, გერმანიის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალის, ქრისტიან- დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერი, ედმუნდ შტოიბერი აპირებს ვაშინგტნთან მემარცხენეების მიერ გაფუჭებული ურთიერთობის გამოკეთებას.
XS
SM
MD
LG