Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცდილობს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცდილობს, გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის განიარაღების საკითხში მკაცრი რეზოლუციის მიღებაზე დაიყოლიოს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცდილობს, გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის განიარაღების საკითხში მკაცრი რეზოლუციის მიღებაზე დაიყოლიოს.
დღეს, ნიუ ჯერსის შტატში გამოსვლისას, ბუშმა აღნიშნა, რომ ერაყი უკვე 11 წელიწადია, გაეროს რეზოლუციებს არღვევს. ბუშის თქმით, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ბაღდადს გაეროს გადაწყვეტილებათა შესრულებას არ აიძულებს, ვაშინგტონი დამოუკიდებლად იმოქმედებს. ბუშის აზრით, ერაყის განიარაღებასთან დაკავშირებით ახალი რეზოლუციის მიღება აუცილებელია მანამ, ვიდრე სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით დაემუქრებოდეს თავის მეზობლებსა და მთელს მსოფლიოს.
XS
SM
MD
LG