Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის ოფიციალურმა


ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პირველი მოლაპარაკება გამართეს

ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პირველი მოლაპარაკება გამართეს
პალესტინელთა ლიდერის იასირ არაფატის ალყაშემორტყმულ რეზიდენციაში, მაგრამ ვერ მოახერხეს ოთხი დღის წინათ გამწვავებული ვითარების განმუხტვა. პალესტინელთა ავტონომიის მთავრობის წევრის საებ ერექათის ცნობით, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა უარყო ისრაელის მოთხოვნა, გადასცეს მას რამალაში, მის რეზიდენციაში მყოფი პალესტინელები. ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რაანან გისინმა განაცხადა, რომ არაფატის რეზიდენციის ალყა გაგრძელდება მანამ, სანამ პალესტინელები არ დანებდებიან. გისინის თქმით, თვითონ არაფატს, თუ სურს, შეუძლია, რეზიდენციაში დარჩეს. არაფატის რეზიდენცია ქალაქ რამალაში მთლიანად გარშემორტყმულია ისრაელის ჯარის მიერ. დანგრეულია ყველა შენობა გარდა ერთისა, რომელშიც, არაფატთან ერთად, კიდევ 250-მდე ადამიანი იმყოფება. არაფატის რეზიდენციის ალყა პარასკევს ღამით დაიწყო – პასუხად ისრაელში მოწყობილ ტერაქტებზე, რომლებსაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG