Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის განცხადებით, ბაღდადი განაგრძობს მუშაობას მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის განცხადებით, ბაღდადი განაგრძობს მუშაობას მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად.
ბლერის წარმომადგენლის ცნობით, თავისი კაბინეტის მინისტრებთან შეხვედრისას ბრიტანეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თავშეკავების პოლიტიკამ არ გაამართლა და სადამ ჰუსეინის ქმედებას წერტილი უნდა დაესვას. დღესვე, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ ერაყმა უნდა შეასრულოს ნებისმიერი მოთხოვნა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭო თავის რეზოლუციებში გამოთქვამს. 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, ვენაში, გაიმართება გაეროსა და ერაყის მთავრობის წარმომადგენელთა მოლაპარაკება ბაღდადში გაეროს განიარაღების ექსპერტთა დაბრუნების შესახებ. ერაყის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს საგანგებო კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ ბარადეი.
XS
SM
MD
LG